ეკონომიკა
2024 წელს სომხეთში საშუალო თვიურმა ხელფასმა 287 ათას დრამზე (დაახლოებით 735 აშშ დოლარი) მეტი შეადგინა

2024 წელს სომხეთში საშუალო თვიური ხელფასი 287 ათას სრ დრამს (დაახლოებით 735 აშშ დოლარი) აღემატებოდა. ეს რიცხვი სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა გევორგ პაპოიანმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წარადგინა.

ის აღნიშნავს, რომ ეს მაჩვენებელი 2018 წელს 172 700 სრ დრამი (დაახლოებით 442 აშშ დოლარი) იყო. „ანუ საშუალო ხელფასი 66 პროცენტით გაიზარდა, მაგრამ თუ 2018 წელს საშუალო შეწონილი საშემოსავლო გადასახადი იყო 25.3%, 2024 წელს იყო 20 პროცენტი, ანუ გადასახადები 5.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა. შეგახსენებთ, რომ 2013-2018 წწ. საშუალო ხელფასი მხოლოდ 26 200 სრ დრამით (დაახლოებით 62 აშშ დოლარი) გაიზარდა, მაშინ როცა 2018-2024 წწ. 114 500 სრ დრამით (დაახლოებით 293 აშშ დოლარით) გაიზარდა“, – წერს მინისტრი.







