საერთაშორისო

ირაკლი კობახიძე – აჭარაში არსებითად მოგვარებულია პრობლემების ძირითადი ნაწილი, გურიაში რჩება მეტი პრობლემა, გვექნება მითითებები, სრულად როგორ უნდა გამოსწორდეს ყველა საკითხი

აჭარაში არის არსებითად მოგვარებული პრობლემების ძირითადი ნაწილი. რაც შეეხება გურიას, რჩება მეტი პრობლემა, მათ შორის, გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად უნდა გაგრძელდეს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქობულეთში განუცხადა.

მისივე თქმით, ის ბრუნდება გურიაში, სადაც ადგილზე გაეცნობა ვითარებას და გასცემს მითითებებს, სრულად როგორ უნდა გამოსწორდეს ყველა საკითხი.

„უნდა აღდგეს ელექტროენერგიის მიწოდება, მოსახლეობის დაახლოებით 20%-ს არ მიეწოდება დღეს ელექტროენერგია და აქ არის, რა თქმა უნდა, ინტენსიური სამუშაოები ჩასატარებელი. ჩვენ ახლა დავბრუნდებით გურიაში და, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად დავინტერესდებით არსებული ვითარებით. გვექნება მითითებები იმასთან დაკავშირებით, თუ სრულად როგორ უნდა გამოსწორდეს ყველა საკითხი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button