საზოგადოება

სომხეთის  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გაეროში ციფრული ტექნოლოგიების გაფართოების შესახებ ისაუბრა

25 თებერვალს, ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 58-ე სესიის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ რობერტ აბისოღომონიანმა მონაწილეობა მიიღო და სიტყვით გამოვიდა ღონისძეიებაზე  „ონლაინ კოალიცია „თავისუფლების“ . ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს.

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თავის გამოსვლაში ისაუბრა ციფრული ტექნოლოგიების გაფართოებაზე, რაც ქმნის ახალ გამოწვევებს, რომელთა დასაძლევად არატრადიციული გადაწყვეტილებები და მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობაა საჭირო.

მან  დამსწრეთა ყურადღება გაამახვილა სომხეთში სიტყვის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალ მაჩვენებლებზე და ამ მიმართულებით გაწეულ მუშაობაზე.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მონაწილეებს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში სომხეთის მიერ ციფრული ტექნოლოგიების სფეროში განხორციელებული სამუშაოები გააცნო.

 ამ კონტექსტში ხაზი გაესვა სომხეთისა და ესტონეთის მიერ ინიცირებულ ერთობლივ განცხადებას ადამიანის უფლებათა საბჭოს 58-ე სესიის ფარგლებში ციფრული ტექნოლოგიებისა და ქალებისა  და გოგონების უფლებების შესახებ.

სომხეთის რესპუბლიკა „ონლაინ კოალიცია თავისუფლება“ 2024 წლის 3 დეკემბერს  შეუერთდა.

ნახეთ მეტი
Back to top button