საზოგადოება

ალექსის ოჰანიანი იმ გუნდშია, რომელმაც TikTok-ის შესაძენად განაცხადი წარადგინა აშშ-ში

ამერიკელმა ბიზნესმენმა და ფილანტროპმა ფრენკ მაკკორტმა, არაკომერციული ორგანიზაციის Project Liberty-ის დამფუძნებელმა, განაცხადა, რომ Reddit-ის თანადამფუძნებელი და ვენჩურული კაპიტალისტი ალექსის ოჰანიანი შეუერთდა გუნდს, რომელმაც განაცხადი წარადგინა შეერთებულ შტატებში TikTok-ის შესაძენად. ამის შესახებ ცნობას აქვეყნებს Reuters-ი.

ოჰანიანმა ვირჯინიის უნივერსიტეტში თავის თანამემამულესთან ერთად დააარსა Reddit. მან გაყიდა ის 2006 წელს, შემდეგ კი ქსელში დაბრუნდა, როგორც აღმასრულებელი თავმჯდომარე 2014 წელს მისი რესტრუქტურიზაციის მიზნით.

სომხური წარმოშობის ბიზნესმენი ასევე არის ინვესტორი არაერთ ტექნოლოგიურ კომპანიაში, მათ შორის Instacart, Patreon და OpenSea.

ნახეთ მეტი
Back to top button