პოლიტიკა

რუსეთი საფრანგეთისთვის და ევროპისთვის საფრთხედ იქცა  – მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის გამო, საფრთხედ იქცა მთელი ევროპისთვის.

ოთხშაბათს, 5 მარტს, ერს სატელევიზიო მიმართვაში მან აღნიშნა, რომ რუსეთმა უკრაინის ომი “გლობალურ კონფლიქტად” გადააქცია ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების და ირანელი სამხედრო აღჭურვილობის გამოყენებით.

გარდა ამისა, მაკრონის თქმით, რუსეთი აქტიურად ზრდის სამხედრო პოტენციალს.

 “ვინ დაიჯერებს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჩერდება? რუსეთი უკვე გახდა საფრთხე საფრანგეთისთვის და ევროპისთვის”, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მაკრონმა აღნიშნა, რომ მას სურს დაიჯეროს, რომ შეერთებული შტატები „დადგება მათ გვერდით“, მაგრამ ევროპა საპირისპიროდ უნდა იყოს მზად. საფრანგეთის ლიდერმა რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის დაახლოებას “ახალ ეპოქას” უწოდა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი პრეზიდენტის თანამდებობაზე დადგა.

ნახეთ მეტი
Back to top button