საერთაშორისო

აშშ ანადგურებს მსოფლიო წესრიგს. რუსეთი ევროპაშიც მოვა. ვალერი ზალუჟნი

უკრაინის ელჩმა დიდ ბრიტანეთში, უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ გააკრიტიკა აშშ-ს პოლიტიკა და დაადანაშაულა ვაშინგტონი “მსოფლიო წესრიგის დანგრევაში”, წერს The Times. Chatham House-ში გამოსვლისას მან ასევე გააფრთხილა, რომ ნატომ შეიძლება შეწყვიტოს არსებობა და რუსეთი ევროპაში მოვა. „მხოლოდ ბოროტების ღერძი არ ცდილობს მსოფლიო წესრიგის გადახედვას… აშშ ანადგურებს მსოფლიო წესრიგს. აშკარაა, რომ თეთრმა სახლმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა მთელი დასავლური სამყაროს ერთიანობა. „ახლა ვაშინგტონი ცდილობს უსაფრთხოების საკითხების დელეგირებას ევროპაში აშშ-ს მონაწილეობის გარეშე“, – თქვა ზალუჟნიმ.

ნახეთ მეტი
Back to top button