აზერბაიჯანი აძევებს გაეროს სტრუქტურებს და მიდის თვითიზოლაციისა და მკაცრი რეპრესიებისკენ – BBC

აზერბაიჯანი ხურავს გაეროს, საერთაშორისო წითელი ჯვრის და საერთაშორისო გამჭვირვალობის ოფისებს.
ქვეყნის ხელისუფლება გაეროსთან თანამშრომლობის პრიორიტეტებს ახალი რეალობის გათვალისწინებით განიხილავს, განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.
მანამდე ხელისუფლებამ შეაჩერა BBC-ის და სხვა უცხოური მედია საშუალებების მუშაობა მათ ტერიტორიაზე. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ქვეყანა თვითიზოლაციისა და მკაცრი რეპრესიებისკენ მიდის.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის კრიტიკოსები თვლიან, რომ მედიისა და საერთაშორისო ინსტიტუტების დახურვით ქვეყანა თავს იზოლირებს გარე სამყაროსგან და აღნიშნავენ, რომ აზერბაიჯანს ამ დრომდე ჩაკეტილი სახმელეთო საზღვრები კოროვირუსულ პანდემიასთან ბრძოლის საბაბით, წერს BBC.
საზღვრები დაკეტილია, ჯანდაბა, მაგრამ ისინიც ბლოკავენ ქვეყანას შიგნიდანაც… აქ ხსენებულ ორგანიზაციებს აძევებენ ქვეყნიდან და უკვე დაწყებულია ამ ყველაფრის გასამართლებელი ვრცელი „ანალიტიკური“ სტატიების გამოქვეყნება ოფიციალურ საიტებზე“, – წერს ცნობილი ჟურნალისტი და პოლიტიკური დევნილი განიმატ ზაჰიდი.
სოციალური ქსელების აზერბაიჯანულ ნაწილში ზოგი ხარობს, გაერო-ს და წითელ ჯვარს უსარგებლო ორგანიზაციებს უწოდებს, ზოგი კი წერს, რომ ქვეყანა ჩრდილოეთ კორეად იქცევა.
„მეჩვენება, რომ ნებისმიერ ავტორიტარულ რეჟიმს აქვს თავისი დინამიკა, ის არ დგას, მაგრამ უფრო ხისტი ხდება და სადღაც უნდა განვითარდეს, და თუ უკვე გაწმენდილი გაქვთ ყველაფერი, მაშინ უნდა იპოვოთ ვინმე, ვისი აკრძალვაც შეიძლება“, – ამბობს სერგეი რუმიანცევი, ევროპაში მცხოვრები აზერბაიჯანელი სოციოლოგი. ავტორიტარული რეჟიმის ლოგიკა მუშაობს ისე, რომ ყოველთვის პოულობს ვინმეს, ვინც მას არ ემორჩილება, რასაც ჰიპოთეტურად მაინც შეეძლება ერთ დღეს პრობლემების შექმნა, თუმცა გაუგებარია რა პრობლემების შექმნა შეუძლია წითელ ჯვარს“.
სოციოლოგის თქმით, შესაძლოა, წითელი ჯვრის შემთხვევაში, ხელისუფლება შეშფოთებული იყო, რომ ისინი ხვდებოდნენ სომეხ სამხედრო ტყვეებს და მშვიდობიან მოსახლეობას (რომელთა ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია), რომლებსაც აზერბაიჯანი 2020 წლიდან პატიმრობაში ამყოფებს ყარაბაღის ომის შემდეგ.
“პრეზიდენტმა მოიგო ომი და მას აქვს კარტ ბლანში ნებისმიერი ქმედებისთვის”, – ამბობს რუმიანცევი.







