საერთაშორისო
ამ ვითარებაში რუსეთი 118 წელიწადში შეძლებს მთელი უკრაინის კონტროლს: The Atlantic

რუსეთი ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკრაინაში ნელა მიდის წინ. ათიათასობით, შესაძლოა ასობით ათასი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა და მთელი მექანიზებული დივიზიები განადგურდა უკრაინის ტერიტორიის წინ, რომელიც ოდნავ აღემატება როდ აილენდის შტატს.
ამ ტემპით რუსეთი მთელ უკრაინას მხოლოდ 118 წლის შემდეგ აიღებს კონტროლს.
ეს შესამჩნევია იმ ფონზე, როდესაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ან ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა გასულ კვირას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადეს, რომ უკრაინა “არ იგებს” ომს და რომ ის “ძალიან ცუდ მდგომარეობაშია”. რუსეთის პოზიციაც „ცუდია“ და შესაძლოა უფრო მტკივნეულიც.
“ორივე მხარე აგებს, ამიტომ მხოლოდ ერთი მხარის დამარცხებულად გამოცხადება უცნაური არჩევანია”, – წერს The Atlantic.







