მთავარიპოლიტიკა

„დაუყოვნებლივ გააკონტროლეთ სიტუაცია ბაქოში სომეხ პატიმრებთან დაკავშირებით“ – არმენ გევორგიანის მიმართვა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სომხური დელეგაციის წევრის არმენ გევორგიანის განცხადება სოციალურ, ჯანმრთელობისა და მდგრადი განვითარების საკითხთა კომიტეტის მორიგი სხდომაზე, რომელიც გაიმართა პარიზში 2025 წლის 7 მარტს.

„ძვირფასო კოლეგებო,

იანვარში ჩვენ მივიღეთ რეზოლუცია ღაზაში ჰუმანიტარული სიტუაციის შესახებ, რომელშიც ნათქვამია, რომ „ასამბლეას არ შეუძლია მიიღოს, რომ ეს ჰუმანიტარული კრიზისი იყოს წარმოდგენილი ან განხილული, როგორც გარდაუვალი ან გახდეს „ახალ ნორმად“.

დღეს წარმოგიდგენთ აზერბაიჯანის მიერ ოკუპირებულ არცახში (მთიანი ყარაბაღი) არსებულ სავალალო მდგომარეობას, რომელიც ფაქტობრივად იგნორირებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ და ხდება „ახალ ნორმად“.

 სომხების ეთნიკური წმენდისა და სომხური მიწების ოკუპაციის შემდეგ, ილჰამ ალიევმა განაგრძო გენოციდური პოლიტიკა სომხების მიმართ, რომლის მიზანია მათი ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების გამორიცხვა.უკვე დანგრეულია რამდენიმე სომხური ეკლესია, სომხეთის ისტორიისადმი მიძღვნილი მემორიალური კომპლექსები, კულტურული ცენტრები, ბიბლიოთეკები და სკოლები და ასობით ხაჩქარი. იბილწება სომხური სულიერი ცენტრები, გაძარცვეს 30-ზე მეტი ხელოვნებისა და მუზეუმის კოლექცია.  ასევე განადგურდა ათამდე სომხური დასახლება. ბოლო წლებში მთიანი ყარაბაღიდან 24 000-ზე მეტმა სომეხმა უკვე დატოვა რეგიონი.  თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო იმ ფაქტზე, რომ ყარაბაღელი სომხების უფლება დაბრუნდნენ თავიანთ ისტორიულ სამშობლოში, ბაქოში სომეხი სამხედრო ტყვეების სამარცხვინო სასამართლო პროცესების გამო განუხორციელებელი რჩება. ეს არის ფსიქოლოგიური ძალადობა სომხების მიმართ, რომლებსაც ეუბნებიან: „თუ თქვენი ლიდერები ასეთ მდგომარეობაში არიან, წარმოიდგინეთ, რა დაგემართებათ, თუ გადაწყვეტთ ყარაბაღში დაბრუნებასო“.

 ამ ადამიანებს ბაქოში ასამართლებენ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ისინი სომხები არიან, ისინი ქრისტიანები არიან. ისინი დამცირებულნი არიან, რადგან, როგორც პატარა, მაგრამ ამაყი ერის ლიდერებმა, მოახერხეს ცხოვრება თავისუფალ და დემოკრატიულ საზოგადოებაში 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, წინააღმდეგობა გაუწიეს ავტორიტარულ აზერბაიჯანს.

 ისინი არ კარგავენ ღირსებას და გამბედაობას, რის გამოც ექვემდებარებიან წამებასა და დამცირებას.

დასავლური ნავთოდოლარებით გაჯერებული აზერბაიჯანის ავტორიტარული რეჟიმი ფაქტობრივად ანადგურებს სომხური ცივილიზაციის კვალს არცახში. ეს არის სომეხთა ახალი გენოციდის გაგრძელება, რომელიც ნახიჩევანში მე-20 საუკუნის შუა ხანებში დაიწყო. საერთოდ არ ფუნქციონირებს საერთაშორისო ნორმები, მექანიზმები და ინსტიტუტები, რომლებიც შექმნილია არცახში შექმნილი კატასტროფული სიტუაციის აღმოსაფხვრელად. აზერბაიჯანი მიზანმიმართულად არღვევს და უგულებელყოფს საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებს, საერთაშორისო საზოგადოება კი აშკარა გულგრილობას იჩენს 150 000 სომეხის ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების უფლების უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით.  ასევე დიდი შეშფოთება უნდა იყოს, რომ ბაქოში იხურება მრავალი საერთაშორისო ჰუმანიტარული, ადამიანის უფლებათა და მედიის ოფისი.   აშკარაა, რომ ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საბოლოოდ დაიხუროს არცახელი  სომხების დაბრუნების თემა და მომზადდეს ახალი პროვოკაციები რეგიონული უსაფრთხოების შემდგომი დესტაბილიზაციისთვის.

 „გთხოვთ მხარი დაუჭიროთ ჩემს მიმართვას ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის და ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარისადმი, დაუყოვნებლივ გააკონტროლონ  სიტუაცია ბაქოში სომეხ პატიმრებთან დაკავშირებით, გაგზავნონ იქ სპეციალური წარმომადგენელი, რათა განიხილონ აზერბაიჯანთან მისი საერთაშორისო ვალდებულებები და აიძულონ იგი შეასრულოს ისინი“.

ნახეთ მეტი
Back to top button