ეკონომიკა
სომხეთს საქართველოდან გადაზიდული ტვირთების სიდიდით მესამე ადგილი უკავია

საქართველოს რკინიგზის მიერ ტვირთების გადაზიდვის მოცულობამ 2024 წელს შეადგინა 13,7 მლნ ტონა, 0,9%-ით მეტი 2023 წელთან შედარებით, იტყობინება საქართველოს ეროვნული სტატისტიკური სამსახური „საქსტატი“.
საქსტატის მონაცემებით, აღნიშნული მოცულობის 10,4 პროცენტი ადგილობრივ ტრანსპორტზე მოდის, 30,2 პროცენტი საერთაშორისო გადაზიდვებზე (ტრანზიტის გამოკლებით), ხოლო 59,4 პროცენტი ტრანზიტზე.
ტვირთის ყველაზე დიდი მოცულობა გადაიზიდა (10,2 პროცენტი) რუსეთში, 10,1 პროცენტი ყაზახეთში, 8,1 პროცენტი სომხეთში.
საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში 28,3 ათასი მგზავრი გადაიყვანა, რაც 30,4%-ით ნაკლებია 2023 წელთან შედარებით. მგზავრთა 71,1 პროცენტი სომხეთიდან იყო, 28,9 პროცენტი კი სომხეთიდან გაემგზავრა. სხვა ქვეყნებში მგზავრთა გადაყვანა არ ყოფილა.







