აშშ აუქმებს USAID-ის პროგრამების 83 პროცენტს

შეერთებული შტატები ოფიციალურად აუქმებს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამების 83 პროცენტს, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ თავის მიკრობლოგ X-ზე განაცხადა.
„5200 კონტრაქტმა, რომლებიც ახლა გაუქმდა, ათობით მილიარდი დოლარი დახარჯა ისე, რომ არ ემსახურებოდა (და ზოგიერთ შემთხვევაში ზიანს აყენებდა) შეერთებული შტატების მთავარ ეროვნულ ინტერესებს“, – წერს რუბიო.
სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ კონგრესთან კონსულტაციების შედეგად, აშშ-ს მთავრობამ გადაწყვიტა უფრო ეფექტურად მართოს სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებული პროგრამების დარჩენილი 17 პროცენტი (დაახლოებით 1000).
რუბიომ მადლობა გადაუხადა ილონ მასკის ხელმძღვანელობით აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტს (DOGE) „ამ დაგვიანებული და ისტორიული რეფორმების მიღწევისთვის“.
აშშ-ს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებისთანავე, დონალდ ტრამპმა და DOGE-ს ლიდერმა ილონ მასკმა გადაწყვიტეს USAID-ის დახურვა.
კონგრესის კვლევის სამსახურის მონაცემებით, სააგენტოს ბიუჯეტი დაახლოებით 40 მილიარდი დოლარია 2023 ფისკალურ წელს.
USAID დაარსდა 1961 წელს, აშშ-ს პრეზიდენტის ჯონ კენედის დროს. იგი უზრუნველყოფდა გრძელვადიან სოციალურ-ეკონომიკურ მხარდაჭერას მთელ მსოფლიოში.







