პოლიტიკა

გალიანმა საქართველოს ელჩთან მართლმსაჯულების სისტემის დიგიტალიზაციის საკითხი განიხილა

იუსტიციის მინისტრმა სრბუჰი გალიანმა სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი შარვაშიძე მიიღო.

იუსტიციის სამინისტროდან NEWS.am-ს აცნობეს, რომ შეხვედრაზე ხაზი გაესვა მართლმსაჯულების სექტორში საუკეთესო პრაქტიკის გაცვლის მნიშვნელობას, მათ შორის მართლმსაჯულების სისტემის დიგიტალიზაციას, სასამართლო და სამართლებრივ საკითხებს, პერსონალურ მონაცემთა დაცვას, ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველყოფას და სხვა რიგ სფეროებს.

ამ თვალსაზრისით, ხაზი გაესვა სომხეთისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროებს შორის იურიდიული ფორუმის ფარგლებში რეგულარული შეხვედრებისა და დისკუსიების მნიშვნელობას გასულ წელს მასპინძელი ქვეყანა იყო სომხეთი, წელს კი მოსალოდნელია, რომ ფორუმი ჩატარდება საქართველოში.

ელჩმა მადლობა გადაუხადა მინისტრს მიღებისთვის და აღნიშნა, რომ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ღონეს გამოიყენებს, რათა წვლილი შეიტანოს სამომავლო ერთობლივი პროგრამების განხორციელებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button