საქართველოს ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა და რაგბი ევროპის ჩემპიონატი ზედიზედ მერვედ მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში, თბილისში ესპანეთის ნაკრები დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მეჩვიდმეტედ (ზედიზედ მერვედ) მოიპოვა.
საქართველო – ესპანეთი 46:28
გარდასახვა: პაპუნაშვილი (2), ნინიაშვილი
საქართველოს ნაკრებმა უკეთესად ჩაატარა მეორე ტაიმი, მეტოქეს ერთმანეთზე უკეთესი, ლამაზი ლელოები დაუდო, ვანო კარკაძემ და აკაკი ტაბუცაძემ ჰეთთრიკი შეასრულეს, აკაკიმ კი სანაკრებო კარიერაში 50-ე ლელო (51 თამაშში) მიითვალა და მსოფლიო საუკეთესო მელელოვეთა ათეულში მეექვსე ადგილზე დაწინაურდა. ბექა გორგაძემ „ბორჯღალოსნების“ რიგებში 50-ე მატჩი ჩაატარა, სანდრო თოდუამ კი ნაკრების მაისურა 120-ედ მოირგო და ყველა დროის რეკორდსმენობამდე 3 მატჩი აშორებს (რეკორდსმენი დავით კაჭარავაა 122 მატჩით).
საბოლოოდ საქართველომ 46:28 მოიგო და რაგბის ევროპის ჩემპიონატი მეჩვიდმეტედ (ზედიზედ მერვედ) მოიგო.







