პოლიტიკა

ფაშინიანმა მიიღო პუტინის მოწვევა დიდ სამამულო ომში გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მონაწილეობას მიიღებს 9 მაისს მოსკოვში გამართულ საზეიმო ღონისძიებებში, რომელიც მიეძღვნება დიდ სამამულო ომში გამარჯვების 80 წლისთავს.

“არმენპრესის” ცნობით, ამის შესახებ იტყობინება კრემლის ოფიციალური ვებგვერდი, აცნობს რა  სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სატელეფონო საუბრის დეტალებს.

„სომხეთის პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა, რომ იღებს რუსეთის პრეზიდენტის მოწვევას მონაწილეობა მიიღოს 9 მაისს მოსკოვში დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებში, რომელიც მიეძღვნება დიდ სამამულო ომში გამარჯვების 80 წლის იუბილეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button