
ალიევის რეჟიმის ტიტანური ძალისხმევის მიუხედავად, ბაქოში სომეხი სამხედრო ტყვეების მოჩვენებით და შეთითხნილ სასამართლო პროცესს მსოფლიოში ნულოვანი ლეგიტიმაცია აქვს.
არავის ესმის და სერიოზულად არ ეკიდება ბაქოს უზარმაზარ პროპაგანდისტულ ძალისხმევას, რომლითაც რეჟიმი ცდილობს სომეხი სამხედრო ტყვეების სასამართლო პროცესი მისაღები გახადოს.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების განცხადებები, ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის მაიკლ ვალცის ცალსახა განცხადება მიუთითებს იმაზე, რომ ბაქოში გათამაშებულ ფარსს ყველა აღიქვამს, როგორც თეატრალურ წარმოდგენას, რომლის შეწყვეტას მოითხოვენ.
რა თქმა უნდა, ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს განცხადებები არ შეაჩერებს ალიევის რეჟიმის მიერ წამოწყებულ შოუს, მაგრამ ისინი ასახელებენ ცალსახა და უდავო ფაქტს – ბაქოს ე.წ. “სასამართლო” სომეხი სამხედრო ტყვეების მიმართ ჩავარდა.
მას არ აქვს ლეგიტიმაცია. არც ერთი ქვეყანა ან საერთაშორისო სტრუქტურა არ აღიარებს ამ სასამართლო პროცესს, როგორც სამართლიანობის დამყარების პროცესს. პირიქით, მთელი ცივილიზებული სამყარო ითხოვს ამ „პროცესის“ შეჩერებას და პატიმრების გათავისუფლებას.







