
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი სომხეთში სამხედრო ტექნიკის შესაძლო გადაცემის შესახებ ინფორმაციაზე, რომელიც რუსულმა სააგენტო RT-მ გაავრცელა, კომენტარებს არ აკეთებს.
ამის შესახებ „არმენპრესის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ.
„აშშ დიდად აფასებს თავის ურთიერთობებს სომხეთთან. „თავდაცვის დეპარტამენტი არ აკეთებს კომენტარს სამხედრო ტექნიკის გადაადგილებაზე ოპერატიული უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე“, – აცხადებენ აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტში.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური პასუხი ჯერ არ გაუცია.
მანამდე რუსულმა საინფორმაციო სააგენტო RT-მ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ აშშ-ს არმიის ლოგისტიკის სარდლობა გეგმავს სამხედრო ტექნიკისა და სხვადასხვა ტიპის აღჭურვილობის ტრანსპორტირებას გერმანული დულმენის სამხედრო ბაზიდან სომხეთში, ზარის სამხედრო ბაზის სასწავლო მოედანზე, შესაძლო სომხურ-ამერიკული სამხედრო წვრთნების მიზნით.
გამოქვეყნებული მონაცემებით, ტექნიკის გადატანა 16 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით იგეგმება, გერმანიაში დაბრუნება კი იგეგმება 21 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე.
აღნიშნულია, რომ ტექნიკის ტრანსპორტირება სომხეთში საქართველოს ტერიტორიით მოხდება, რადგან დიპლომატიური ნებართვების გართულების გამო სატრანსპორტო მარშრუტი ვერ გაივლის რუსეთის, თურქეთის ან აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.







