შეერთებული შტატები გამოდის საერთაშორისო ჯგუფიდან, რომელიც იძიებს რუსეთის ხელმძღვანელობის დანაშაულებს უკრაინის ომში. NYT

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ჩუმად აცნობა ევროპელ ოფიციალურ პირებს, რომ შეერთებული შტატები ტოვებს მრავალეროვნულ ჯგუფს, რომელიც შეიქმნა უკრაინაში შეჭრაზე პასუხისმგებელი პირების გამოსაძიებლად, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მოქმედებების გამოსაძიებლად. ამის შესახებ The New York Times-ს განუცხადეს სიტუაციის მცოდნე წყაროებმა.
მედია ხაზს უსვამს, რომ გადაწყვეტილება უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის დევნის საერთაშორისო ცენტრიდან გასვლის შესახებ, რომელსაც ბაიდენის ადმინისტრაცია შეუერთდა 2023 წელს, არის ტრამპის ადმინისტრაციის უახლესი ნიშანი იმისა, რომ შორდება ყოფილი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვალდებულებას, დაეკისროს პუტინს პირადად პასუხისმგებლობა უკრაინელების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის.
ჯგუფი შეიქმნა იმისთვის, რომ რუსეთის ხელმძღვანელობამ, ისევე როგორც მისმა მოკავშირეებმა ბელორუსმა, ჩრდილოეთ კორეამ და ირანმა პასუხისგებაში მისცეს დანაშაულები, რომლებიც საერთაშორისო კანონმდებლობითა და ხელშეკრულებებით არის განსაზღვრული, როგორც აგრესია, რომელიც არღვევს სხვა ქვეყნის სუვერენიტეტს და არ წარმოადგენს თავდაცვას. სიტუაციის მცოდნე წყაროებმა ასევე განაცხადეს, რომ გადაწყვეტილება ელფოსტით ეცნობება ჯგუფის მთავარ ორგანიზაციას, ევროკავშირის სისხლის სამართლის თანამშრომლობის სააგენტოს (Eurojust).
შეერთებული შტატები იყო ერთადერთი ქვეყანა ევროპის გარეთ, რომელიც თანამშრომლობდა ჯგუფთან, მან გაგზავნა იუსტიციის დეპარტამენტის უფროსი პროკურორი ჰააგაში – უკრაინიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან და რუმინეთიდან გამომძიებლებთან სამუშაოდ. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის სპიკერი მაშინვე არ გამოესმაურა მედიის თხოვნას კომენტარისთვის.







