პოლიტიკა

საქართველო მხარს უჭერს მშვიდობას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის  – ბოჭორიშვილი

საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებას და სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობის დამყარებას. რეგიონის პოტენციალის რეალიზება მხოლოდ თანამშრომლობითაა შესაძლებელი, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა Raisina Dialogue  გამართულ პანელზე.

მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოს პრობლემებზე და აღნიშნა, რომ ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი საქართველოს მთავარ გამოწვევად რჩება.

ჩვენ ვაგრძელებთ ყველა საერთაშორისო ფორმატის გამოყენებას ამაზე სასაუბროდ და სამხრეთ კავკასიაში არსებული კონფლიქტების მოსაგვარებლად, რომლებიც საფრთხეს უქმნის მთელი რეგიონის უსაფრთხოებას. „ამავდროულად, ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ კონფლიქტის მოგვარების გზა უნდა იყოს მხოლოდ მშვიდობიანი“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button