რასმუსენს მიაჩნია, რომ ევროკავშირმა უნდა გამოიყენოს თავისი ბერკეტები, რათა აიძულოს აზერბაიჯანი ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებას სომხეთთან

ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის დაკვირვებით, ევროკავშირს აქვს დიდი ბერკეტები აზერბაიჯანზე ენერგეტიკულ სექტორში, რომელიც მან ეფექტურად უნდა გამოიყენოს, რათა ბაქომ ერევანთან სამშვიდობო შეთანხმებას მოაწეროს ხელი.
Armenpress-ის ინფორმაციით, ასეთი მოსაზრება იჯევანში გამართულ პრესკონფერენციაზე ანდერს ფოგ რასმუსენმა გამოთქვა.
ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის თქმით, ევროკავშირს საკმაოდ მჭიდრო კავშირები აქვს აზერბაიჯანთან ენერგეტიკულ სექტორში.
„ამ კუთხით, მე მჯერა, რომ ევროკავშირმა ეფექტურად უნდა გამოიყენოს ეს ბერკეტი, რათა უზრუნველყოს, რომ აზერბაიჯანმა ხელი მოაწეროს სამშვიდობო ხელშეკრულებას სომხეთთან“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.
რასმუსენმა იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა განახორციელებს მაქსიმალურ ზეწოლას აზერბაიჯანზე სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის მისაღწევად.
„ვფიქრობ, საერთაშორისო თანამეგობრობა მოახდენს გავლენას ბაქოზე და მოსთხოვს, რომ ხელი მოაწეროს შეთანხმებას რაც შეიძლება მალე.
რასმუსენმა ასევე აღნიშნა, რომ იზიარებს სომეხი ხალხის იმედგაცრუებას იმის გამო, რომ საერთაშორისო საზოგადოების მიმართვას აზერბაიჯანისადმი არანაირი შედეგი არ მოჰყვება. “იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ისწავლა გაკვეთილი და განახორციელებს მაქსიმალურ ზეწოლას, რათა აიძულოს აზერბაიჯანი ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებას”, – ხაზგასმით აღნიშნა რასმუსენმა.







