მთავარისაზოგადოება

სომხეთის მრეწვეელთა და ბიზნესმენთა კავშირმა საქართველოს ბიზნესმენთა ასოციაციის დელეგაციას უმასპინძლა

20 მარტს, სომხეთის მრეწვეელთა და ბიზნესმენთა კავშირმა უმასპინძლა საქართველოს ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენლობით დელეგაციას, აღმასრულებელ დირექტორ, ლევან ვეფხვაძის ხელმძღვანელობით.

მიესალმა რა სტუმრებს სომხეთის სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ნერსეს კარამანუკიანმა გააცნო კავშირის საქმიანობის ძირითადი ფუნქციები, განხორციელებული პროგრამები და სომხეთის საინვესტიციო შესაძლებლობები.

მადლობა გადაუხადა რა თბილი დახვედრისთვის, ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა იმ პრიორიტეტებზე, რომლებიც ამჟამად დგას საქართველოს ბიზნესმენთა ასოციაციის წინაშე, წარმოადგინა ასოციაციის წევრებთან ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაზე მიმდინარე სამუშაო.

ორივე მხარემ ხაზი გაუსვა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების აუცილებლობას და დასახეს თანამშრომლობის სამომავლო მიმართულებები. მიღწეულია შეთანხმება, რომ ორმხრივი ვიზიტები და კონტაქტები გახდეს რეგულარული.

ნახეთ მეტი
Back to top button