
„სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ“ კანონპროექტმა გუშინ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დადებითი დასკვნა მიიღო.
პროექტი პარლამენტის მომავალი სესიის დღის წესრიგში შევა.
9 იანვარს სომხეთის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ, რის შემდეგაც ის პარლამენტს გადაეგზავნა.
დოკუმენტი პირველი მოსმენით თებერვალში დამტკიცდა.
კანონპროექტზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს მოსაზრება 3 მარტს უნდა გამოეთქვა და მეორე მოსმენით კენჭისყრაზე გაეგზავნა. თუმცა კენჭისყრა სამართლებრივი ტექნიკური მიზეზების გამო გადაიდო.







