პოლიტიკა

ირანელი ექსპერტი სომხეთზე აზერბაიჯანის ფართომასშტაბიან თავდასხმას ამ დროისთვის ნაკლებად სავარაუდო თვლის

ირანელი ექსპერტი სამხრეთ კავკასიის საკითხებში ეჰსან მოვაჰედიანი დღევანდელ პირობებში აზერბაიჯანის მიერ სომხეთზე ფართომასშტაბიანი თავდასხმის ალბათობას ნაკლებად შესაძლებელს უწოდებს.

თეირანის ATU (Allameh Tabataba) უნივერსიტეტის ლექტორმა ეჰსან მოვაჰედიანმა “არმპრესს” კორესპონდენტთან მიცემულ ინტერვიუში გამოთქვა მოსაზრება აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ ბოლო დღეებში გავრცელებულ დეზინფორმაციაზე, თითქოს სომხეთის შეიარაღებული ძალები აზერბაიჯანის პოზიციებს ესვრიან.

 ირანელმა ექსპერტმა აღნიშნა, რომ ასეთი საქციელით აზერბაიჯანულ მხარეს სურს სომხეთისგან რაც შეიძლება მეტი დათმობა მიიღოს.

 „აზერბაიჯანს სურს, რომ თქვენ (რედ. სომხეთი) შეგექმნათ პრობლემები. მათ სურთ აჩვენონ, რომ თუ მათ სურთ სომხეთში სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება, მაშინ  მეტი უნდა დაუთმონ ბაქოს და მიიღონ მისი მოთხოვნები“, – ხაზგასმით აღნიშნა ირანელმა ექსპერტმა.

ექსპერტის აზრით, ბაქომ შესაძლოა ახლო მომავალში მოახდინოს ადგილობრივი შეტაკებები სასაზღვრო რაიონებში, რაც მიზნად ისახავს გარკვეული ქულების მოპოვებას.

 „თუმცა, არა მგონია, აზერბაიჯანმა უახლოეს მომავალში სცადოს სიუნიქზე შეტევა. მე ვფიქრობ, რომ ბაქო ამას ახლა ვერ გააკეთებს, რადგან რეგიონში სიტუაცია ძალიან რთულია. აზერბაიჯანი უნდა გაჩერდეს ამ სიტუაციაში და კარგად დაფიქრდეს, სანამ რამეს მოიმოქმედებს“, – აღნიშნა ირანელმა ექსპერტმა. 

ნახეთ მეტი
Back to top button