მთავარიპოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარემ სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების განმუხტვის შესახებ ინფორმაციაზე ისაუბრა

სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების განმუხტვის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ასამბლეის სპიკერი  ალენ სიმონიანი  შეეხო.  

„არმენპრესის“ ინფორმაციით, სიმონიანმა თქვა, რომ იყო პრობლემა, იყო კითხვები, , რომელთა გადწაჭრაც  დღესაც  გრძელდება.  „ის შეფასებები, რომლებიც კეთდება გვერდიდან, რომ შეიცვალა ვექტორი, რეალობას არ შეესაბამება.

 არსებობს რეალობა, რომ სომხეთის რესპუბლიკა იცავს თავის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. როცა მოატყუებენ, ამაზე ხმამაღლა  ლაპარაკობს. როცა რაღაცას არ ეთანხმება, ამაზეც ლაპარაკობს.

 როცა აქვს გარკვეულ სტრუქტურაზე  საკუთარი შეფასება, ამას ამბობს. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რომელიმე სახელმწიფოსთან  გავწყვეტთ  ურთიერთობას ან  უნდა გავწყვიტოთ.

 იგივე ეხება რუსეთს“, – აღნიშნა სიმონიანმა. კუხო-ს შესახებ შეკითხვაზე საუბრისას სიმონიანმა აღნიშნა, რომ კუხო-მ უნდა გადახედოს საკუთარ თავს, გაიგოს, არსებობს თუ არა.

„თუ ის არსებობს, მაშინ მან უნდა გაიგოს, რა უნდა გაეკეთებინა და რა არ გააკეთა, რას აფიქსირებს საერთოდ“, – დასძინა მან.

ჟურნალისტების კითხვას შეესაბამება თუ არა სინამდვილეს პრესაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დაავალა სომხეთსა და რუსეთს შორის კავშირების გააქტიურება, პარლამენტის თავმჯდომარემ მოკლედ უპასუხა: „ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება“.

ნახეთ მეტი
Back to top button