პოლიტიკა

მშვიდობა შესაძლოა საფრთხის ქვეშ დადგეს აზერბაიჯანის გამო. სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი

„სამშვიდობო შეთანხმება“ ძალიან კარგად ჟღერს, მაგრამ რეალურად, ჯერჯერობით მხოლოდ შეთანხმების პროექტის დასრულება მოვახერხეთ. იგი მოიცავს პრეამბულას და 17 სტატიას და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ შევძელით ტექსტის შეთანხმება. ამის შესახებ ბრაზილიაში ოფიციალური ვიზიტის დროს გაზეთ Correio Braziliense-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა.

მირზოიანმა განაცხადა, რომ სომხეთმა მაშინვე საჯაროდ გამოთქვა მზადყოფნა დაიწყოს კონსულტაციები აზერბაიჯანელ პარტნიორებთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის ადგილისა და თარიღის დასადგენად.

,,სამწუხაროდ, ის, რაც აზერბაიჯანის მხრიდან გვესმის, ასე ჟღერს: „ტექსტს ვეთანხმებით, მაგრამ ეს არ არის საკმარისი სამშვიდობო შეთანხმებისთვის. ასევე აუცილებელია მოლაპარაკებების მაგიდასთან მთელი რიგი წინაპირობების განხილვა, რათა შესაძლებელი გახდეს სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა”. ეს წინაპირობები მოიცავს სომხეთის კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებს და სომხეთის რესპუბლიკისთვის საბრძოლო მასალისა და იარაღის მიწოდების შეზღუდვას. „საინტერესო ის არის, რომ სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების პარალელურად, ჩვენ აზერბაიჯანს სხვა წინადადებებიც წარვუდგინეთ, რაც, ჩვენი აზრით, ორმხრივად მომგებიანი იქნება“, – განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა.

აზერბაიჯანს შესთავაზეს იარაღის კონტროლისა და გადამოწმების ორმხრივი მექანიზმის შექმნა. თუმცა, ისევ და ისევ, ამ მხრივ დადებითი პასუხი არ მიგვიღია.

პირიქით, გასულ კვირას მათ ცრუ ბრალდებები წაუყენეს სომხეთს, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა სასაზღვრო ზონაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვიეს.

მირზოიანის თქმით, მეორე წინადადება იყო სასაზღვრო ინციდენტების ორმხრივი გადამოწმების მექანიზმის შექმნა.

,,ჩვენ ასევე შევთავაზეთ კავშირგაბმულობის, სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული კავშირების გახსნა. აზერბაიჯანმა უნდა გამოიყენოს ჩვენი რკინიგზა, რათა დააკავშიროს თავისი ქვეყნის ორი ნაწილი. თუმცა, ისევ და ისევ, ამ მხრივ დადებითი პასუხი არ მიგვიღია. შემიძლია დავარწმუნო მთელი მსოფლიო და აზერბაიჯანი, რომ სომხეთი სრულად არის სამშვიდობო დღის წესრიგის ერთგული. ჩვენ არ გვაქვს არანაირი განზრახვა, არანაირი მიზეზი, არანაირი მოტივაცია ახალი ომის დასაწყებად ან სიტუაციის ესკალაციისთვის. არის დადებითი სიახლე: მოლაპარაკებების დასრულება და სამშვიდობო შეთანხმების პროექტის მზადყოფნა. თუმცა არის შემაშფოთებელი ამბებიც. დიახ, მშვიდობა, იმის საფუძველზე, რაც აზერბაიჯანის მხრიდან გვესმის, შეიძლება საფრთხის ქვეშ დადგეს აზერბაიჯანის გამო“, – დაასკვნა არარატ მირზოიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button