
სომხეთმა შესთავაზა აზერბაიჯანს დაიწყოს კონსულტაციები სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის ადგილისა და დროის შესახებ.
ამის შესახებ ეროვნულ ასამბლეაში მთავრობასთან კითხვა-პასუხის დროს განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.
„ჩვენ აზერბაიჯანს შევთავაზეთ კონსულტაციების დაწყება. რა თქმა უნდა, საჯარო წინადადებები დიპლომატიური არხებით გაკეთებულ წინადადებებთანაც არის შერწყმული და გარკვეული სამუშაოები მიმდინარეობს. დიპლომატიურ საქმიანობაზე საუბარი არ არის კარგი ჟანრი. როდესაც ეს სამუშაო ნაყოფს გამოიღებს, ყველა დაინახავს ამ შედეგს“, – აღნიშნა ფაშინიანმა.
13 მარტს სომხეთმა და აზერბაიჯანმა ოფიციალურად განაცხადეს, რომ მიაღწიეს საბოლოო შეთანხმებას სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტზე. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მზადაა დაიწყოს დისკუსია ბაქოსთან შეთანხმების ხელმოწერის თარიღებისა და ადგილის შესახებ.
ამის შემდეგ დაუყოვნებლივ, რიგი საერთაშორისო აქტორები, მათ შორის აშშ, ევროკავშირი, რუსეთი, გაერო და რამდენიმე სახელმწიფო მიესალმა მხარეებს შორის მიღწეულ შეთანხმებას ხელშეკრულების ტექსტთან დაკავშირებით და გამოთქვა იმედი, რომ დოკუმენტს ხელი მოეწერება რაც შეიძლება მალე. თუმცა აზერბაიჯანი ახალ წინაპირობებს აყენებს შეთანხმების ხელმოწერისთვის, აგრძელებს ცრუ განცხადებებს სომხეთის კონსტიტუციის შესწორების აუცილებლობის შესახებ და დაჟინებით მოითხოვს ეუთოს მინსკის ჯგუფის დაშლას.







