
იერუსალიმის მუსრარას რაიონში ბოლო გათხრებისას მე-10 საუკუნის სამარხში აღმოაჩინეს მეექვსე-მეშვიდე საუკუნეების ოთხი სომხური წარწერა, რომლებიც, მეცნიერ მაიკლ სტოუნის აზრით, შეიცავს სრულიად ახალ ისტორიულ ცნობებს მაშინდელი ეპოქის შესახებ.
სტოუნის თქმით, წარწერები ნაპოვნი იქნა მოზაიკის იატაკზე, საფლავის ქვებსა და თიხის დიდ თასზე და ჩიტების მოზაიკასთან ერთად, ისინი სავარაუდოდ შეადგენდნენ ერთი სამონასტრო კომპლექსის ნაწილს, სადაც სომხები მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ, წერს ისრაელის გაზეთი The Jerusalem Post.
ყველაზე თვალსაჩინო აღმოჩენა არის მოზაიკის წარწერა, რომელიც ნაპოვნია მისაღების ცენტრში. მოზაიკა შეიცავს მღვდლის საგალობელს, სახელად ევსტათიას: “მე ვარ ევსტათი, მღვდელი, რომელმაც შექმნა ეს მოზაიკა“.
წარწერა შესრულებულია უნაკლო ძველ სომხურ ენაზე. “წარწერაში გამოყენებული სიტყვა “მოზაიკა” („ხ’ჭაპაკი„) საკმაოდ იშვიათი სიტყვაა, რომელიც დღემდე არ არის ნაპოვნი იერუსალიმის სხვა ცნობილ მოზაიკაზე”, – აღნიშნა მეცნიერმა.
მეორე აღმოჩენა იყო ორი საფლავის ქვა. ერთზე არის წარწერა „პეტროსი სოთქიდან“, რაც იმაზე მიუთითებს, რომ გარდაცვლილი სიუნიკის ოლქიდან იყო. მეორე ქვაზე წერია უნრალოდ „აბელი“.
ეკლესიის აფსიდაში (შენობის ნახევარწრიული პროექცია) აღმოჩენილი იქნა წარწერა, რომელიც არქეოლოგებმა დაათარიღეს მე-7 საუკუნით. სტოუნის მოსაზრებით წარწერა იუწყება, რომ „სომეხთა ეკლესიამ უარყო ქალკედონის კრების გადაწყვეტილებები 451 წელს… მაგრამ განცალკევების პროცესი თანდათანობით მიმდინარეობდა“.
კვლევა სრულად გამოქვეყნდა ჟურნალში Atiqot.







