პოლიტიკა

სომხეთი ვერ ხედავს დაბრკოლებებს აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების დაუყონებლივ ხელმოწერისთვის

სომხეთის რესპუბლიკა თვლის, რომ აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერისთვის ამჟამად არანაირი დაბრკოლება არ არსებობს.

 “არმენპრესის” ცნობით, ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვაჰან კოსტანიანმა განაცხადა.

 „სომხეთი მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას ახლა არანაირი დაბრკოლება არ აქვს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენმა ბევრმა პარტნიორმა, ქვეყანამ და ორგანიზაციამ მთელს მსოფლიოში მოუწოდა მხარეებს, დაუყოვნებლად მოაწერონ ხელი  სამშვიდობო შეთანხმებაზე“, – აღნიშნა ვაჰან კოსტანიანმა.

 კითხვაზე, თუ რომელი ქვეყანაა სასურველი ხელშეკრულების გასაფორმებლად, კოსტანიანმა უპასუხა, რომ სომხეთის რესპუბლიკისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ხელშეკრულების ხელმოწერაა და ამ ეტაპზე მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ქვეყანაში მოეწერება  ხელი. სომხეთისთვის სასურველი სცენარი ამ ხელშეკრულების ხელმოწერაა, ყველა სხვა საკითხი გადასაჭრელი  და მეორეხარისხოვანია“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ნახეთ მეტი
Back to top button