ეკონომიკა
საქართველოში Google Street View ამოქმედდება

2025 წლის მარტიდან Google Street View მანქანები დაიწყებს მოძრაობას საქართველოში 24 ქალაქის გადაღებებით. სამუშაოს დასრულების შემდეგ, Google Maps-ის მომხმარებლებს შეეძლებათ ვირტუალურად იმოგზაურონ ქვეყნის მასშტაბით.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიის მანქანები ერთი წლის განმავლობაში 15 ათას კილომეტრს გაივლიან და 360 გრადუსიან პანორამულ ფოტოებს გადაიღებენ.







