გერმანია დაინტერესებულია სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობით – ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ირწმუნება, რომ ევროპა და გერმანია დაინტერესებულნი არიან სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტაბილურობით. ამის შესახებ პრეზიდენტმა ერევანში სომეხ კოლეგასთან, პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
შეხვედრისას ორი ქვეყნის პრეზიდენტები, სხვა საკითხებთან ერთად, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებსაც შეეხო.
„ჩვენ გერმანიასა და ევროპაში დიდი ინტერესი გვაქვს სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტაბილურობით“, – განაცხადა შტაინმაიერმა.
გერმანიის პრეზიდენტის თქმით, სამშვიდობო შეთანხმებამ შეიძლება გზა გაუხსნას რეგიონში გრძელვადიან მშვიდობას. თუმცა, მან აღნიშნა, რომ მხარეებს ჯერ არ მიუღწევიათ საბოლოო პუნქტამდე, არ მოუწერიათ ხელი შეთანხმებისთვის. „სასურველია, რომ ორივე მხარემ გამოიყენოს ეს შესაძლებლობა სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი და სტაბილური მშვიდობის დასამყარებლად“, – განაცხადა შტაინმაიერმა და დასძინა, რომ ისინი ასევე განიხილავენ ამ საკითხს ბაქოში კოლეგებთან შეხვედრაზე.







