საერთაშორისო

ტრამპის სავაჭრო ომმა „ევროპა დამოუკიდებლობამდე  უნდა მიიყვანოს“   – ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა განაცხადა, რომ ევროპა ეკონომიკური დამოუკიდებლობისკენ უნდა წავიდეს, რადგან აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტარიფების ახალი ტალღის დასაწესებლად ემზადება, იუწყება AFP.

ტრამპმა პირობა დადო, რომ საპასუხო ტარიფებს დაუწესებს სავაჭრო პარტნიორების ერთ ჯგუფს ოთხშაბათს, რომელსაც მან “განთავისუფლების დღე” უწოდა და თქვა, რომ მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკა “მსოფლიოს ყველა ქვეყანამ გაძარცვა”.

ლაგარდმა France Inter-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროპა “ეგზისტენციალური მომენტის” წინაშე დგას.

„ამას აშშ-ში ემანსიპაციის დღეს ეძახიან. მე ამას ვუყურებ, როგორც მომენტს, როდესაც ჩვენ ერთად უნდა გადავწყვიტოთ უფრო მეტი კონტროლი ავიღოთ ჩვენს ბედზე და ვფიქრობ, ეს არის ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ“.

„ჩვენ  უნდა შევძლოთ ეფექტური მოლაპარაკების წარმართვა.  ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ უბრალოდ არ დავთმობთ“, – თქვა მან და დასძინა, რომ ევროკავშირი ამზადებს პასუხს აშშ-ს ტარიფებზე.

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის  შეფასებით, ტრამპის სავაჭრო ომმა შესაძლოა პირველ წელს ევროზონის ეკონომიკა 0,3 პროცენტიდან 0,5 პროცენტამდე  შეამციროს, თუ ევროკავშირი საპასუხო ზომებს მიიღებს.

“სავაჭრო ომები მხოლოდ დამარცხებულებს ქმნის”, – თქვა ლაგარდმა.

ნახეთ მეტი
Back to top button