საზოგადოება

არაფერი შეედრება სადილს სომხეთში ლაშქრობის შემდეგ. Guardian

მეზობელი საქართველო მთელ ყურადღებას იპყრობს, როცა საქმე კავკასიურ თავგადასავალსა და სამზარეულოს ეხება, მაგრამ არაფერი შეედრება სომხეთში ლაშქრობის შემდგომი კერძის „წინასწარ მომზადებულ სიამოვნებას“ და იქ ლაშქრობის მოყვარული გაცილებით ნაკლებია. ამის შესახებ დაწერა ქეროლაინ იდენმა ბრიტანულ გაზეთ The Guardian-ში.

ჩემი ახალი წიგნისთვის “მწვანე მთები. რეცეპტზე დაფუძნებული გასეირნება კავკასიაში” რამდენიმე თვე გავატარე სომხეთის ქალაქების, ხეობებისა და ბორცვების შესწავლაში.

სომხეთმა შეიძლება ვერ დაიკვეხნოს მეზობელი საქართველოს ამაღლებული მწვერვალებით, მაგრამ ის უფრო ნაკლებ ტურისტს იზიდავს და თავგადასავლების შეგრძნება ხშირად აქ უფრო ძლიერია. გრძელი ლაშქრობების დროს მოსიარულეებს არ შევხვედრივარ, რაც ფასდაუდებელია, თუ მთაში სიმშვიდეს ეძებ.

ლაშქრობა სომხეთში თავგადასავლების მხოლოდ ნაწილია; კულტურა ასევე მუდმივი თანამგზავრია მოგზაურთათვის. სამხრეთ კავკასიის ყველაზე დიდ ტბასთან, სევანის ტბასთან, ღამე გავათიე მწერალთა სახლში, ფუტურისტულ არქიტექტურულ შედევრში, რომელიც ეტაპობრივად აშენებულია 1930-იანი წლებიდან. დღეს ის მოქმედებს როგორც სასტუმრო.

ნახეთ მეტი
Back to top button