სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი სამუშაო ვიზიტით ვაშინგტონში გაემგზავრება

სომხეთის იუსტიციის მინისტრი სრბუჰი გალიანი 7-11 აპრილს სამუშაო ვიზიტით ვაშინგტონში გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს „პარტნიორობა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის“ საერთაშორისო კონფერენციაში.
„არმენპრესის“ ცნობით, გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე მინისტრმა მიიღო აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში კრისტინა ქუინი ვიზიტის დღის წესრიგის განსახილველად. შეხვედრაზე ასევე განიხილეს სომხეთის რესპუბლიკასა და აშშ-ს შორის სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების შესახებ შეთანხმების შექმნასთან დაკავშირებული საკითხები. დაგეგმეს შეხვედრა აშშ-ის ნარკოტიკების კონტროლისა და სამართალდამცავი თანამშრომლობის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელობასთან.
იუსტიციის მინისტრმა და აშშ-ის ელჩმა ორმხრივ დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხებიც განიხილეს.







