საერთაშორისო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას რეალისტურად მიიჩნევს

აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან გაერთიანება იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ქართველი ხალხი მოთმინებას გამოიჩენს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია “იმედთან” ინტერვიუში განაცხადა.

“მიმაჩნია, რომ [საქართველოს] ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა რეალურია, თუ მოთმინებას გამოვიჩენთ და ეს მოთმინება წარმართავს ჩვენს პოლიტიკას. რა თქმა უნდა, ამ საკითხის გადაწყვეტა სხვადასხვა ფაქტორზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ მოთმინებით და სწორი პოლიტიკით ყველაფერი შესაძლებელია”, – განაცხადა კობახიძემ.

ნახეთ მეტი
Back to top button