მთავარიპოლიტიკა

სომხეთმა  აზერბაიჯანს მიაწოდა დანაღმული ველების 972 ინფორმაცია  –  სომხეთის  საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ანი ბადალიანი Factor.am-ის კითხვის პასუხად აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე საუბრობს, რომ სომხურმა მხარემ სრულად არ მიაწოდა დანაღმული ტერიტორიების რუკები. რაზედაც სომხეთის  საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა  უპასუხა:

„ჩვენ ჰუმანიტარული საკითხების მოგვარებას დიდ ყურადღებას ვუთმობთ, ამიტომაც  2021 წლის 12 ივნისს, 3 ივლისს, 19 ოქტომბერს, 1 ნოემბერს და 29 ნოემბერს, სომხეთმა ცალმხრივად,  ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, მიაწოდა აზერბაიჯანს დანაღმული ველების 972 ინფორმაცია.

უფრო მეტიც, ჰუმანიტარულ საკითხებში თანამშრომლობის პრინციპების დაცვით, სომხეთმა გამოკითხვების გზით შეადგინა და  2024 წელს მიაწოდა  ახალი ინფორმაცია დანაღმული ველების შესახებ.

აზერბაიჯანი კვლავ აგრძელებს ამ რუკების სიზუსტის ეჭვქვეშ დაყენებას, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ არ არსებობს „უკეთესი და ზუსტი“ რუკები.

სომხეთი, როგორც ადრეც, ასევე ახლაც მზადაა საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით შეამოწმოს ამ რუკების სიზუსტე.

დავამატებთ, რომ საერთაშორისო სასამართლომ  უარყო მოთხოვნა სომხეთის მიმართ დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ, რომლითაც აზერბაიჯანმა სომხეთი დანაღმვაში  დაადანაშაულა“, – განაცხადა ანი ბადალიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button