რუსეთში სომხური კულტურის დღეები გაიმართება

სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ დანიელ დანიელიანმა განაცხადა, რომ რუსეთში სომხური კულტურის დღეები გაიმართება.
“არმენპრესის” ცნობით, რუსულ სააგენტო ,,რია ნოვოსტ“-ზე დაყრდნობით, ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა მინისტრის მოადგილემ დანიელ დანიელიანმა.
„სახელმწიფო დონეზე, თუ არ ვცდები, შემოდგომაზე რუსეთში სომხური კულტურის დღეებია დაგეგმილი“, – ამბობს დანიელიანი.
გამოცხადდა, რომ სომხური მხარე კარგად მოემზადება ღონისძიებისთვის, რათა სათანადოდ წარმოაჩინოს სომხური კულტურა.
მინისტრის მოადგილემ ასევე დასძინა, რომ ცოტა ხნის წინ სტანისლავსკის სახელობის რუსული დრამატული თეატრის ერთ-ერთი სპექტაკლი მოხვდა პრესტიჟული რუსული ჩეხოვის ფესტივალის პროგრამაში.
„ახლა ტურისთვის ვემზადებით“, – თქვა დანიელ დანიელიანმა.







