
მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ პარლამენტში გრანტების შესახებ კანონში ცვლილებების ინიცირება მოახდინა, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქე ან რესპუბლიკაში მოქმედი ორგანიზაცია მთავრობის წინასწარი თანხმობის გარეშე გრანტების მიღებას ვერ შეძლებს.
როგორც იუწყება Armenpress-ი TASS-ზე დაყრდნობით, ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ.
„რადგან გრანტი თავისი ბუნებით არის მიმღებისთვის უსასყიდლოდ გადაცემული საშუალება, სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, მნიშვნელოვანია გამოყენებულ იქნას საქართველოს მთავრობის ან მის მიერ დანიშნული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს თანხმობის წესი“, – განაცხადა მან.
პოლიტიკოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გრანტების გაცემის ახალი წესი არ გავრცელდება საზღვარგარეთ სასწავლო ან სამეცნიერო საქმიანობისთვის გამოყოფილ ფულზე, ასევე სპორტულ გაერთიანებებზე. კანონის მიღება დაჩქარებული წესით იგეგმება.
კირცხალიას თქმით, გრანტების განაწილების მონიტორინგს საქართველოს მთავრობასთან არსებული ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს. თუ პირი ან ორგანიზაცია მიიღებს ფულს უცხოეთიდან საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე, დაჯარიმდება გრანტის ორმაგი ოდენობით.







