ეკონომიკა
სომხეთი ანგოლადან ალმასის შემოტანის შესაძლებლობას განიხილავს

არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის ეკონომიკის მინისტრი გევორგ პაპოიანი ანგოლას რესპუბლიკის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრს რუი მიგენს დე ოლივეირას შეხვდა. როგორც „არმენპრესი“ სრ ეკონომიკის სამინისტროს პრესრელიზიდან ირკვევა, განიხილეს ანგოლადან ალმასის შეძენისა და სომხეთში შემოტანის საკითხები. გევორგ პაპოიანმა წარმოადგინა სომხეთის საინვესტიციო გარემო და აღნიშნა, რომ სომხეთში ალმასის გადამუშავების პროცესი განვითარებულია და ყოველწლიურად 1,5 მილიონ კარატამდე ალმასის იმპორტი შეიძლება განხორციელდეს სომხეთში. მინისტრები შეთანხმდნენ, რომ დისკუსიები სამუშაო რეჟიმში გაგრძელდება.







