მთავარიპოლიტიკა

სომხეთი და ირანი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავენ

სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალებისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები 9-10 აპრილს ჩაატარებენ ერთობლივ წვრთნებს.

როგორც იუწყება Armenpress-ი, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფი წვრთნებს სომხეთის ტერიტორიაზე ჩაატარებს, ხოლო ირანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფი – ირანის ტერიტორიაზე.

წვრთნების მიზანია სომხეთ-ირანის სახელმწიფო საზღვარზე მდებარე სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე პირობითი ტერორისტული ჯგუფების თავდასხმების განეიტრალების ქმედებების განხორციელება.

ნახეთ მეტი
Back to top button