პოლიტიკა

ტრამპმა სომხების, თურქების და აზერბაიჯანელების კოსტა რიკაში დეპორტაცია მოახდინა

თებერვალში, 200 კაციანი ჯგუფი აშშ-დან დეპორტაციის შემდეგ კოსტა რიკაში გადაიყვანეს, როგორც პრეზიდენტი დონალდ ტრამპის ინიციატივის ნაწილი არალეგალური ემიგრანტებისგან ქვეყნის „გაწმენდის“ შესახებ, იუწყება SWI.

დეპორტირებულთა შორის არიან აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის, ჩინეთის, რუსეთის, საქართველოს, ყაზახეთის, ინდოეთის, უზბეკეთის, კონგოს, ვიეტნამის და ნეპალის მოქალაქეები.

ჯგუფში შემავალი ჩინეთის 16 მოქალაქემ ითხოვა პოლიტიკური თავშესაფარი კოსტა რიკის ხელისუფლებისგან. ქვეყნის მიგრაციისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების გენერალური დირექტორატი ამჟამად განიხილავს მათ განაცხადებს. მათ, ვინც თავშესაფარს ითხოვს, უფლება აქვთ დატოვონ საიმიგრაციო პატიმრობა და იმუშაონ კოსტა რიკაში.

დეპორტირებულთაგან 84 უკვე დაბრუნდა თავის ქვეყნებში, ხოლო 94 აგრძელებს თავშესაფარში ყოფნას.

კოსტა რიკის მთავრობამ განაცხადა, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ფინანსურ დახმარებას უწევს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას, რათა უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარება და ზრუნვა ამ ადამიანებისთვის. თუმცა, სამხრეთ კოსტა რიკის ქალაქ კორედორესში, პანამასთან საზღვართან, მდებარე CATEM-ის თავშესაფარში არსებული პირობები, გააკრიტიკეს უფლებადამცველმა ჯგუფებმა, მათ შორის Human Rights Watch-მა და ცალკეულმა კანონმდებლებმა.

ნახეთ მეტი
Back to top button