ირანის საელჩო – სომხეთთან წვრთნების მიზანია პოტენციური საფრთხეების დასაძლევად მზადება

სომხეთისა და ირანის შეიარაღებული ძალების სპეციალური დანაყოფები 10-11 აპრილს ორი ქვეყნის სასაზღვრო ზონაში ერთობლივ სამხედრო წვრთნას სახელწოდებით „მშვიდობის წვრთნები“ ჩაატარებენ. ამის შესახებ სომხეთში ირანის საელჩოდან იტყობინება.
„ეს წვრთნები გამიზნულია საზღვრის უსაფრთხოების გასაძლიერებლად, ორივე ქვეყნის შეიარაღებული ძალების მოსამზადებლად პოტენციურ საფრთხეებთან დასაპირისპირებლად, სტაბილური მშვიდობის შესანარჩუნებლად და თავდაცვისა და სამხედრო თანამშრომლობის გასაძლიერებლად.
იგი განხორციელდება ერთდროულად საზღვრის ორივე მხარეს, ერთიანი ბრძანებით.
„ეს ორდღიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნები ადასტურებს სომხეთისა და ირანის ერთგულებას ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ურთიერთობების განმტკიცების, მშვიდობის უზრუნველყოფისა და რეგიონში უსაფრთხოების დამყარების მიმართ“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.







