80-მდე სომეხია იძულებით გაუჩინარებული: სირანუშ საჰაკიანი

ბაქოში მყოფ სომეხ პატიმრებს მუდმივად სიცოცხლის რეალური საფრთხის ქვეშ არიან. ჩვენ გვაქვს რამდენიმე ათეული დაფიქსირებული შემთხვევა, როდესაც ადამიანები ტყვეობაში მოკლეს. ამის შესახებ აღნიშნა ევროსასამართლოში სამხედრო ტყვეების ინტერესების დამცველმა სირანუშ საჰაკიანმა პანელურ დისკუსიაზე.
სამხედრო ტყვეების საკითხი არსებითად დაკავშირებულია იძულებითი გაუჩინარების საკითხთან, როდესაც მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვაქვს მტკიცებულებები, რომ სამხედრო ტყვეები მოკლეს, გვაქვს შემთხვევები, როდესაც ათობით სომეხი, დაახლოებით 80 სომეხი დაექვემდებარა იძულებით გაუჩინარებას.
პატიმრების განხრით დადებითი მხარე ის არის, რომ ამ დროისთვის ჩვენ გვყავს 210-მდე რეპატრიირებული სომეხი. გარდა ამისა არიან სომხები, რომლებიც 2020 წლის 44-დღიან ომამდე სასაზღვრო ინციდენტების შედეგად აზერბაიჯანის ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მოექცნენ.
ბაქოში 23-მდე სომეხი განუწყვეტლივ იმყოფება. როგორც ცნობილია, 23-დან 5 2020 წელს დააკავეს, დანარჩენი ინციდენტები 2023 წელს დაფიქსირდა. 23-დან 7 -ის მიმართ არის გამამტყუნებელი განაჩენი და აზერბაიჯანის თქმით, ისინი სასჯელს იხდიან, მათ მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულისთვის. ეს ნასამართლობა ეფუძნება ცრუ ბრალდებებს, როგორიცაა გენოციდი ან ომის დანაშაულების ჩადენა პირველი ომის დროს“, – თქვა სირანუშ საჰაკიანმა.







