მთავარიპოლიტიკა

ანტალიაში სომხეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა შედგა

ანტალიაში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის არარატ მირზოიანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰაკან ფიდანის შეხვედრა შედგა. ამის შესახებ „ARMENPRESS“-ს საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერმა ანი ბადალიანმა განუცხადა. 

არარატ მირზოიანი თურქეთში ანტალიის დიპლომატიურ ფორუმში მონაწილეობს.

 12 აპრილს, ფორუმის ფარგლებში, სომხეთის  საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა.

 არარატ მირზოიანმა ასევე მონაწილეობა მიიღო ფორუმის ფარგლებში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართულ პანელში.

ნახეთ მეტი
Back to top button