ლიონელ მესიმ „ტუმო“-სთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა და ამერიკული საფეხბურთო კლუბ „ინტერ მაიამის“ მოთამაშე ლიონელ მესიმ შემოქმედებითი ტექნოლოგიების ცენტრის „ტუმოს“ შესახებ პოსტი საკუთარ Instagram Story-ში გაავრცელა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ პირველი ცენტრი „ტუმო“სამხრეთ ამერიკაში ბუენოს აირესში გაიხსნება. გასულ შემოდგომაზე, თუმოს დამფუძნებლები სემ და სილვა სიმონიანები, ასევე განვითარების დირექტორი ბეკორ პაპაზიანი ეწვივნენ ტუმოს მომავალ ცენტრს და ბუენოს-აირესის მერთან ხორხე მაკრისთან და განათლების მინისტრ მერსედეს მიგელთან მოაწერეს ხელშეკრულება ცენტრის დაარსების შესახებ. გასულ წელს ლიონელ მესის ძმა და Leo Messi Management-ის აღმასრულებელი დირექტორი, როდრიგო მესი ეწვია ერევანს, რომელმაც განსაკუთრებული საჩუქარი – არგენტინის ნაკრების მაისური ჩამოიტანა, რომელსაც თავად მესი აწერს ხელს.







