
სომხეთმა აზერბაიჯანს კომუნიკაციების გახსნის შესახებ ძალიან კონკრეტული წინადადებით მიმართა, მაგრამ დადებითი პასუხი არ ყოფილა. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში აზერბაიჯანელ და ქართველ კოლეგებთან დისკუსიის დროს განაცხადა.
„ჩვენ მივაწოდეთ წინადადება აზერბაიჯანს კომუნიკაციების თაობაზე, რომლის მიხედვითაც ისინი მიიღებენ წვდომას ჩვენს სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე და ჩვენ მივცემთ მათ. ჩვენ გვესმის, რომ სამხრეთ სომხეთის 45 კილომეტრიანი მონაკვეთი აშკარად არის უმოკლესი გზა აზერბაიჯანის ორი ნაწილის დასაკავშირებლად. ჩვენ შევთავაზეთ ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება, რომლებიც საშუალებას მოგვცემს თავიდან ავიცილოთ ტვირთის ფიზიკური შემოწმება და განვახორციელოთ ელექტრონული დეკლარაციები, რომლებითაც საჭირო ინფორმაცია გადაეცემა შესაბამის განყოფილებებს შორის, რათა ტრანზიტი დასრულდეს რაც შეიძლება სწრაფად. ჩვენ გავაკეთეთ ძალიან კონკრეტული წინადადება, მაგრამ დადებითი პასუხი არ ყოფილა. “შეიძლება მათ აქვთ შეშფოთება, არ ვიცი, მაგრამ ეს არჩევანის საკითხია”, – თქვა მირზოიანმა.







