მთავარიპოლიტიკა

განიხილეს რეგიონული თანამშრომლობის შესაძლებლობების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები

14 აპრილს სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, ალენ სიმონიანს სატელეფონო საუბარი ჰქონდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან.

ეროვნული ასამბლეის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს რეგიონული თანამშრომლობის შესაძლებლობების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები.

გარდა ამისა, ასევე განიხილეს უახლოეს მომავალში სომხეთისა და საქართველოს პარლამენტების ხელმძღვანელების შეხვედრის საკითხი.

ნახეთ მეტი
Back to top button