
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი 28-29 აპრილს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა.
მთავრობის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილის შეხვედრები სომხეთის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, ეროვნული კრების თავმჯდომარესთან და უწმინდეს პატრიარქთან.
,,საქართველოს პრეზიდენტს თანხმობა გამოეცხადოს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით 2025 წლის 28-29 აპრილს სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის შესახებ წერილით წარმოდგენილ წინადადებაზე. შეხვედრები ჰქონდეს სომხეთის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, ეროვნული კრების თავმჯდომარესთან და უწმინდეს პატრიარქთან“,-ნათქვამია დოკუმენტში.







