
სლოვენია მხარს უჭერს სომხეთის პროექტს “მშვიდობის გზაჯვარედინი”.
ამის შესახებ სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტანია ფაიონმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„სლოვენია მტკიცედ უჭერს მხარს ინიციატივას „მშვიდობის გზაჯვარედინი“. ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად. „როგორც მთელი ევროკავშირი, სლოვენიაც თავიდანვე მხარს უჭერდა ამ ინიციატივას“, – აღნიშნა სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.







