პოლიტიკა
განხილულ იქნა სომხეთისა და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაფართოებასთან დაკავშირებული საკითხები

17 აპრილს სომხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში აშოტ სმბატიანი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს გია ვოლსკის შეხვდა. ამის შესახებ სომხეთის საელჩოდან იტყობინება.
შეხვედრაზე განიხილეს სომხეთისა და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაფართოებასთან დაკავშირებული საკითხები.







