მთავარიპოლიტიკა

დაივიწყეთ სომხეთ-აზერბაიჯანის ესკალაცია და ომი   –  ნიკოლ ფაშინიანი

„ჩვენ ვამბობთ, რომ არ იქნება ესკალაცია და გამწვავება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, იქნება მშვიდობა“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის 2024 წლის პროგრამის განხორციელების შესახებ ეროვნულ ასამბლეაში დასკვნითი გამოსვლისას.

“რატომ და როგორ?” სომხეთმა და აზერბაიჯანმა აღიარეს ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელშეუხებლობა და ძალის გამოყენებისა და ძალის მუქარის დაუშვებლობა. უფრო მეტიც, ეს არის არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ იურიდიულ დონეზეც. სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც, არსებითად, ალმა-ატას დეკლარაცია ზოგადად ურთიერთობების მოწესრიგების ძირითად პრინციპად აქციეს.  ამ დეკლარაციაში საბჭოთა რესპუბლიკების საზღვრების ხელშეუხებლობა, ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარება, შიდა საქმეებში ჩაურევლობა, ძალისა და ძალის მუქარის გამოუყენებლობა არის ძირითადი პრინციპები“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ნიკოლ ფაშინიანმა მოუწოდა სომხეთსა და აზერბაიჯანში მოქმედ ყველა ძალებს იყვნენ უკიდურესად პასუხისმგებლობით, არ გააკეთონ განცხადებები, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად ეწინააღმდეგება ამ ლოგიკას, ეჭვქვეშ არ დააყენონ ეს ლოგიკა.

ნახეთ მეტი
Back to top button