პოლიტიკა

ერევანსა და ბაქოს შორის მშვიდობა ისრაელისთვის არასასურველ შედეგებს მოიტანს  –  თურქული პერიოდული გამოცემა

სომხეთი მზადაა მშვიდობისთვის, თურქეთი ოპტიმისტურად არის განწყობილი ამ საკითხთან დაკავშირებით, ხოლო აზერბაიჯანის სტრატეგიული დაახლოება ისრაელთან ხურავს რეგიონულ განტოლებას, წერს თურქული ჟურნალი Baran Dergisi.

„რა არის სამშვიდობო პროცესის რეალური დაბრკოლება: სომხეთის კონსტიტუცია თუ სტაბილურობის უხილავი დიპლომატიური გათვლა?

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ხანგრძლივი სამშვიდობო მოლაპარაკებები, როგორც ჩანს, ჩიხში შევიდა.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა: “არ იქნება მშვიდობა, სანამ არ შეიცვლება სომხეთის კონსტიტუცია”.

მეორეს მხრივ, სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ამბობს, რომ “ჩვენ მზად ვართ მშვიდობისთვის”. მაგრამ მართლა ასე მნიშვნელოვანია კონსტიტუცია? ან არის ამ პროცესის უკან უფრო ღრმა სტრატეგიული გათვლები?

ექსპერტების აზრით, სამშვიდობო პროცესის შენელებაში ისრაელ-აზერბაიჯანის ურთიერთობების როლი არ შეიძლება იგნორირებული იყოს. აზერბაიჯანის დუმილი, განსაკუთრებით ღაზას სექტორში გენოციდისა და ხოცვა-ჟლეტის მიუხედავად, ისევე როგორც მისი სამხედრო პარტნიორობა ისრაელთან, ნათლად აჩვენებს, თუ რას ეფუძნება ბაქოს საგარეო პოლიტიკური ღერძი. 2020 წლის ყარაბაღის ომის დროს ისრაელის მნიშვნელოვანი მხარდაჭერის წყალობით, აზერბაიჯანმა გააღრმავა სამხედრო კავშირები თელ-ავივთან.

ამ კონტექსტში აშკარაა, რომ თუ აზერბაიჯანი სომხეთთან რეალურ და გრძელვადიან მშვიდობას მიაღწევს, მისი დიპლომატიური ურთიერთობები თურქეთთან ნორმალიზდება. თუმცა, არსებობს შიში, რომ ამ ვითარებას ისრაელისთვის არასასურველი გეოპოლიტიკური შედეგები მოჰყვება.

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთს აქვს მკაფიო და მკაცრი პოზიცია პალესტინის საკითხთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის მუდმივი მჭიდრო ურთიერთობა ისრაელთან აჩვენებს, რომ „ინტერესების პარტნიორობა“ ჭარბობს და არა „ძმობის კანონი“. თურქეთი მზადაა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის დამყარების შემთხვევაში სომხეთთან საზღვარი გახსნას. თუმცა, ის ფაქტი, რომ ეს მშვიდობა მუდმივად გადაიდო, მიუთითებს იმაზე, რომ ალიევის კავშირები თელ-ავივთან უფრო პრიორიტეტულია,  ვიდრე რეგიონული მშვიდობა.

ერევანი ეთანხმება ეუთოს მინსკის ჯგუფის დაშლის წინადადებას და ითხოვს ერთობლივი კომისიის შექმნას ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის გამოსაძიებლად.

ასეთ ატმოსფეროში აზერბაიჯანის პოზიცია, რომ „არ იქნება მშვიდობა სომხეთის კონსტიტუციის ცვლილების გარეშე“, მიგვანიშნებს, რომ ხდება სამშვიდობო პროცესის  საბოტაჟი არა „რეალური“ მიზეზების გამო, არამედ „სტრატეგიული შეფერხების“ პოლიტიკით.

საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტის დოქტორ ოსმან ღაზი კანდემირის აზრით, აზერბაიჯანის გაღრმავებამ ისრაელთან ალიანსმა ის რეგიონულ ბუფერულ სახელმწიფოდ აქცია ირანის წინააღმდეგ. ამ ვითარებაში სომხეთთან მშვიდობა აღარ იქნება აზერბაიჯანისთვის სტრატეგიული პრიორიტეტი, რადგან გრძელვადიანი მშვიდობა მოითხოვს ახალი ბალანსის დამყარებას თურქეთთან ურთიერთობაში.

ასეთმა ბალანსმა შესაძლოა შეზღუდოს ისრაელის მანევრირების შესაძლებლობა რეგიონში. ამავდროულად, აზერბაიჯანი თავს უფრო ძლიერად გრძნობს ირანის წინააღმდეგ თელ-ავივის მხარდაჭერის წყალობით.

თურქეთის დამაბალანსებელი როლი რეგიონში იმაზე მეტყველებს, რომ სამშვიდობო პროცესის გაჭიანურება მას გრძელვადიან პერსპექტივაში დააზარალებს. რადგან ძმობა მოითხოვს პატიოსნებას არა მარტო გამარჯვებაში, არამედ გაანგარიშებაშიც.

„მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობა წარმოდგენილია, როგორც თითქოსდა დამოკიდებული კონსტიტუციის და ძველი დიპლომატიური სტრუქტურების დაშლაზე, მის უკან უფრო რთული განტოლება დგას“, – ნათქვამია სტატიაში.

ნახეთ მეტი
Back to top button